სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერიამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა
ზუგდიდის ნიკოსეულ სასახლეში, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება კამერულმა ორკესტრმა „ამადეუსი“ და კლასიკური გიტარის კვარტეტმა გახსნა.

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ერთად, წარმატებულ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა და მადლობის სიგელთან ერთად, ფულადი ჯილდო გადასცა.

მერმა მასწავლებლის ღვაწლზე და იმ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც განათლების მიმართულებით ხორციელდება.

„მასწავლებლის დღეს ვულოცავ ყველა პედაგოგს. მასწავლებელი უმნიშვნელოვანეს პროფესიაა ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამის მაგალითია დღევანდელი დღე. როგორც ცენტრალური ხელისუფლების , ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგდენლები ვცდილობთ გარკვეული წვლილი შეივიტანოთ მათ წახალისებაში. ჩვენი ერთ-ერთი პრპგრამის ფარგლებში, 57 წარმატებული პედაგოგი დავაჯილდოვეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, როგორც პროგრამული, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს - პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“-აღნიშნა მამუკა წოწერია.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას ზუგდიდის მერია 2015 წლიდან ახორციელებს.

ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მასწავლებლის ეროვნულ დღე გამოცხადდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.