სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერიამ 2023 წელს 5000-ზე მეტ მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება გაუწია
ზუგდიდის მერია მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებულ ჯანდაცვის პროგრამებს ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა სახის სამედიცინო სერვისის დაფინანსებას ემსახურება.

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში გამართულ სხდომაზე, კომისიამ 2023 წელი შეაჯამა.

მიმდინარე წელს ჯანდაცვის კომისიამ 5000-მდე მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.

მათ შორის, ძვირადღირებული მედიკამენტები, გამოკვლევები (მრტ, კტ, კორონაროგრაფია), ოპერაციის თანადაფინანსება, ბცდ/დაუნი /სხვა პარალიზური სინდრომი/ განვითარების ეტაპების დაყოვნება, აუტიზმი, სპეციფიკური მოვლის საშუალებები(ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი), სმენის აპარატი, პალიატიური მზრუნველობა, 18 წელს ზემოთ შშმ პირების სარეაბილიტაციო მკურნალობა, პეტ/კტ, იშვიათი დაავადებების (ცელიაკია/ფენილკეტონურია/ მუკოვისციდოზი) მქონე პირთა სპეციალიზირებული საკვების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა,

კოხრეალური იმპლანტის დამხმარე საშუალებები, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის ქვეპროგრამა , ძვირადღირებული თერაპიის საჭიროების მქონე ონკოლოგიური ავადმყოფების ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამა.

აღნიშნული მომსახურებისთვის 2023 წელს 1 600 000-ლარზე მეტი გაიხარჯა.

ასევე, ზუგდიდის მერიამ 2020 წლიდან, ფარისებრი კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამა დაიწყო. დღემდე კვლევები ჩაუტარდა 25-დან 70-წლამდე მაღალი რისკის 4249 ქალს. გამოკვლევებიდან 50% - ზე მეტს აღმოაჩნდა სხვადასხვა სახის პათოლოგია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.