რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: თუ საქართველო არ გვაღიარებს, ეს ჩვენთვის თავის ტკივილი არ არის
xajinba1 დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, თუ საქართველო აფხაზეთს არ აღიარებს, ეს მათთვის „თავის ტკივილი ნამდვილად არ არის“. მისივე თქმით, არაერთი სახელმწიფო ფუნქციონირებს დღეს აღიარების გარეშე. „ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ. ამჟამად საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს, თუმცა მისი გაფართოებისათვის აუცილებელია საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს და ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. აი, ამის შემდეგ ორმხრივი დიალოგი უკვე შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ „გაზეტა რუ-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში. რაც შეეხება დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ინტეგრირების პროცესს აფხაზურ საზოგადოებაში, მან განმარტა, რომ პირველ რიგში წესრიგის დაცვა უნდა უზრუნველყონ და სოციალური განვითარების საფუძვლები შექმნან. „დავეხმარებით მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ისე, როგორც ადრე კეთდებოდა - პასპორტები მოქალაქეობის კანონის დარღვევით რომ გაიცემოდა. თუ ვინმეს აფხაზეთის მოქალაქეობა სურს, ამისათვის ყველა პროცედურა უნდა გაიაროს“, - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა. ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, საამისოდ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას მოუწევს თუ არა აფხაზური ენის სწავლა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა: „ნუ გადავიტანთ აქცენტს აფხაზური ენის სწავლაზე, მით უფრო, რომ ძირითადად ეს ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე აფხაზობიდან ქართველობაზე გადაეწერნენ, მათგან ბევრმა აფხაზური ენა უკვე იცის. მათ ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებას არავინ უკრძალავთ,რაც შეეხება სწავლების პროგრამას, ის აფხაზური უნდა იყოს და არა ქართული".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.