რეგიონი
პაატა ზაქარეიშვილი - ეს დოკუმენტი არის აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი მოსკოვის მიერ სოხუმის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროექტით დადასტურდა, რომ რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის რეალურ აღიარებაზე არასდროს უფიქრია. "ეს დოკუმენტი არის აფხაზეთის ანექსიისკენ გადადმული კიდევ ერთი ნაბიჯი. აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთი არც ფიქრობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის რეალურ აღიარებაზე და ფიქრობდა ანექსიაზე. სწორედ ამიტომ გამოიწვია ამ დოკუმენტის ტექსტმა სერიოზული შეშფოთება თავად აფხაზურ საზოგადოებაში. ეს დოკუმენტი მიმართულია პირველ რიგში სწორედ აფხაზური საზოგადოების და აფხაზური თვითმყოფადობის წინააღმდეგ", – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე შეფასებით, ამ დოკუმენტით აფხაზებმა დაინახეს ისიც, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ წლების განმავლობაში ეუბნებოდა – რუსეთი არ არის აფხაზეთის მეგობარი. "აფხაზები ახლა მაინც უნდა მოეგონ გონს. ამდენ ხანს ისინი თითქოს აღტაცებული იყვნენ იმ პოლიტიკით, რასაც რუსეთი ახორციელებდა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოება შეშფოთებულია. მათი აღიარების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს რუსეთი, რაც თავისთავად საინტერესო ფენომენია – მოსკოვს სამიზნედ უკვე ამორჩეული ჰყავს არა მთლიანად საქართველო, არამედ აფხაზური საზოგადოება", - განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ სწორედ ქართული მხარის სწორმა პოლიტიკამ აიძულა რუსეთი ეჭვქვეშ დაეყენებინა აღიარების პოლიტიკა. სახელმწიფო მინისტრი "საინტერესო მოვლენად" მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ აფხაზეთის დღევანდელმა ე.წ. მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნება საჭიროდ ჩათვალა. "საინტერესო მოვლენაა ის, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ეს დოკუმენტი აფხაზური საზოგადოების მსჯელობის საგნად აქცია. აშკარად ჩანს, რომ ეს პროექტი გამოიწვევს ვნებათაღელვას", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.