რეგიონი
ზუგდიდში დადიანების „ჯვარედინა სასახლე“ აღმოაჩინეს
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დადიანების „ჯვარედინა სასახლის“ საძირკველი, იატაკი, ბუხრები, კარის თაღი და სხვადასხვა ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სასახლე მარი ბროსეს მემუარებში აქვს აღწერილი, თუმცა მისი ადგილმდებარეობის შესახებ აქამდე უცნობი იყო.

არქეოლოგ რევაზ პაპუაშვილის ცნობით, სასახლის პარამეტრები და მისი მოყვანილობა სრულად ემთხვევა მარი ბროსეს აღწერას, რომელმაც აქ დადიანებთან ერთად აღდგომის ღამე გაათენა. ბროსეს ცნობით, სასახლის ცენტრში დიდი, 32 ადგილიანი მაგიდა იდგა, ამ სასახლეს კი დადიანები საბანკეტოდ იყენებდნენ.

გათხრები ასევე მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, სადაც არქეოლოგებმა დადიანების კიდევ ერთი სასახლის ნაშთს მიაკვლიეს. სასახლის სიგრძე 100 მეტრამდეა და არქეოლოგების ცნობით ის მეცხრამეტე საუკუნეში გადაიწვა.

აღმოჩენის ადგილები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ და ზუგდიდის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა ბადრი მესხმა დაათვალიერეს.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, აღმოჩენა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტში ცვლილებებს გამოიწვევს.

განხილვის საგანი გახდება, თუ რა სახით მოხდება ორი ახალი აღმოჩენის ტურისტულ სივრცეში მოქცევა, ერთ-ერთ ვარიანტად აღმოჩენების შემინვა განიხილება, რომელიც ძეგლებს დაზიანებისგანაც დაიცავს. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.