რეგიონი
რატომ შეწყდა ზუგდიდის უფასო სასადილოში კვება სამი დღით (ვიდეო)
ზუგდიდში სოციალურად დაუცველთა უფასო კვების უზრუნველყოფა რამდენიმე დღით იყო შეწყვეტილი.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სწორედ ეს საკითხი იქცა განხილვის თემად. ის ქალაქის საკრებულოს ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დააყენა.

უფასო კვების პროგრამის შეფერხების გამო საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ წუხილი გამოთქვა და ფაქტს სამწუხარო უწოდა. მან პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით მერიის შესაბამის სამსახურების თანამშრომლებს განმარტებები მოსთხოვა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავას განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ტენდერს ვერ გამოაცხადებდნენ და სწორედ ამან შეაფერხა პროგრამის ამოქმედება.

„ტენდერის გამოცხადების პროცედურები ბიუჯეტის დამტკიცებიდან მეორე დღეს დაიწყო, მაგრამ მისი ოფიციალური გამოცხადება 31 დეკემბრის ჩათვლით ვერ მოხერხდა. შესყიდვების სააგენტომ 30 დეკემბრამდე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, ვერ მოასწრო ტენდერისთვის ნომრის მონიჭება. როგორც კი სააგენტომ მოგვანიჭა ნომერი, დაიწყო პროცედურების განხორციელება. გამარჯვებული პრედენტენტის გამოვლენის შემდეგ საჭირო იყო საკითხების დაზუსტება. ამის შემდეგ არანაკლებ სამი დღეა სავალდებულო მომწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმდეს. ავტომატურად თუ მექანიკურად გადმოვედით 2016 წლამდე“ , - აღნიშნა მურთაზ ბოკუჩავამ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ეგნატე შამუგიამ მერიის სამსახურებს განუცხადა, რომ შესყიდვების კანონი მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებამდე იძლევა საშუალებას, რომ განხორციელდეს შესყიდვა.

„ერთადერთი მიზეზი რის გამოც ტენდერი ვერ გამოცხადდა - მერის შესაბამისი სამსახურების არაკომპეტენტურობაა“, - აღნიშნა ეგნატე შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ანა წითლიძის თქმით კი, მერიის სამსახურებს უნდა სცოდნოდათ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად დადგებოდა.

„ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტენდერის გამოცხადება ადრე არ შეიძლებოდა და ეს ისე გაკეთებულიყო, რომ 260 ბენეფიციარი არ დარჩენილიყო მშიერი“, - განაცხადა წითლიძემ.
ბოლოს, საკრებულოს თავმჯდომარემ აუდიტის სამსახურს საკითხის შესწავლა დაავალა.

ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უფასო სასადილოს მომსახურების პროგრამაზე 115 ათასი ლარია გამოყოფილი. 2016 წელს აღნიშნულ პროგრამას შპს „ეფექტი“ განახორციელებს. სწორედ ამ კომპანიამ მოიგო აღნიშნული ტენდერი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარედ, პერმანენტულად აქციები ტარდება, მათ შორის მსვლელობებიც ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ.
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.