ზუგდიდში მცხოვრები დევნილები სოციალური დახმარების შეწყვეტას აპროტესტებენ
16:01 / 11.01.2016
ზუგდიდში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილს შენობაში მცხოვრებმა
დევნილებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვენ, რომელიც
მათ 7 იანვარს, ხელახალი მონიტორინგის საფუძველზე, დროებით
შეუჩერდათ.
მათი თქმით, დახმარება, შესაძლოა კიდევ 3 თვეს ვერ მიიღონ.
„სამი დღეა აქციას ვმართავთ. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას
.გადაუხდელობის გამო შუქი ჩამიჭრეს. იმისათვის რომ გავთბე, ვწვავ
ტანსაცმელს და სხვა საოჯახო ნივთებს. დაგვეხმარონ შეშით ან ვაუჩერით“,
- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მოგვიანებით დევნილებთან მივიდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის
სამეგრელოს წარმომადგენელობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე,
რომელიც სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
ჩიკვაიძის განმარტებით, უწყებამ დევნილებს ადგილობრივი მთავრობასთან
უშუამდგომლა, რომელიც, თავის მხრივ, შეშით მოამარაგებს.
დევნილების განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში
პროტესტის უკიდურეს ფორმებს, მათ შორის შიმშილობას მიმართავენ.
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ქალზე ძალადობის 7 შემთხვევა მოხდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები