სუნამო "კრასნაია მასკვა" ზუგდიდის საკრებულოს ქალი წევრებისთვის (ვიდეო)
14:21 / 11.02.2016
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს პარტია "ბურჯანაძე დემოკრატების" ყოფილმა
წევრმა, ამჟამად დამოუკიდებელმა
დეპუტატმა თენგიზ ხარჩილავამ კოლეგებს ქ. სოჭიდან სუნამო "კრასნაია
მასკვა" ჩამოუტანა. მან საჩუქარი კოლეგა ქალებს საკრებულოს
სხდომის დამთავრების შემდეგ გადასცა. მისი თქმით, მას სიმბოლური
საჩუქრები მამაკაცებისთვისაც მოჰქონდა, მაგრამ საბაჟოზე მათი
გადმოტანის უფლება არ მისცეს.
"წმინდა იუმორისტული თვალსაზრით ჩამოვიტანე ეს სუნამო. აქ ერთ- ორჯერ
დამაბრალეს, პუტინის კაცი ხარო... რუსეთში ვიყავი ჩასული და იქიდან
ჩამოვიტანე", - აღნიშნა თენგიზ ხარჩილავამ.
"კრასნაია მასკვა" საჭოთა კავშირის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი
ქალის სუნამო იყო.
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები