სპორტი
ზუგდიდის „ზუგდიდმა“ ვარჯიში ფედერაციასთან შეთანხმების შემდეგ განაახლა
ზუგდიდის საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ „ბაიას“ ბაზაზე ვარჯიში დღეს 14:00 საათზე ჩაატარა. ამის შესახებ რადიო“ათინათს“ კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა განუცხადა.

„ზუსტად 2 საათზე გავიდნენ ბიჭები სავარჯიშოდ. მოგეხსენებათ, იქმნება ფეხბურთის ფედერაციაში ფონდი. ზუგდიდის მერიამ თავის დროზე გადმორიცხა ფეხბურთელებისთვის ხელფასი, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ დაადო ყადაღა, რადგან მთლიანი თანხის აკუმულირება ამ ფონდში უნდა მოხდეს. ჩვენ ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციას და სპორტის მინისტრსაც ვესაუბრეთ და ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება,“ - განმარტა კლუბის დირექტორმა.

გელა ინალიშვილმა არ დაუდასტურა „ათინათს“ დილით საფეხბურთო ბაზაზე ვარჯიშის ჩაშლის მცდელობა, თუმცა „ათინათის“ ინფორმაციით, სახელფასო დავალიანების გამო ფეხბურთელებსა და მწვრთნელს დილას არ უვარჯიშიათ.

მომდევნო შეხვედრას ზუგდიდის "ზუგდიდი" "ბაიას" ბაზაზე 27 თებერვალს ცხინვალის "სპარტაკთან" გამართავს.

ამავე თემაზე: სახელფასო დავალიანების გამო ზუგდიდის “ზუგდიდმა“ ვარჯიში ჩაშალა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
16 / მაისი 2024
ზუგდიდში "აგენტების" კანონის გასაპროტესტებლად დღეს, კვლავ, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან შეიკრიბნენ.
16 / მაისი 2024
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.