რეგიონი
გრიოგოლეთში ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროების პერსპექტივებზე იმსჯელეს (ვიდეო)

ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების პრესპექტივებსა და შესაძლებლობებზე დაბა გრიგოლეთში  რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. ის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ასოციაციის „მწვანე მომავალი“ ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების ჩაბმა დიალოგში მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში.

შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტში ალტერნატიული ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტი განიხილეს. აღნიშნული რეკომენდაციები ითვალისწინებენ ხობის ენრგოპოტენციალის შესწვლას და იმ ბარიერების გამოვლენას, რომლებიც ხელს უშლის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას.

ხობის რეგიონში ჩატარდა კვლევები, რომელთა თანახმად, მუნიციპალიტეტს ალტერნატიული ენერგიის წყაროების, მზის, ქარის, ბიომასის, გეოთერმული და ჰიდრო ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია, თუმცა, სპეცილისტების აზრით, ამისთვის საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. ენერგეტიკის საკითხებში ანალიტიკოსის გიორგი მუხიგულაშვილის განმარტებით, შეშის რესურსისა და გეოთერმული წყლების არასწორად გამოყენება მუნიციპალიტეტში ალტერნატიული ენერგიის დანერგვას აფერხებს.

კონფერენციას სამეგრელო - ზემო სვანეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები , რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, თბილისიდან მოწვეული სტუმრები, პროექტის დონორი ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.