რეგიონი
სოზარ სუბარმა სამეგრელოში ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სამეგრელოს რეგიონში განსახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა.

იგი როინ ქარცივაძის 8-სულიან ოჯახს ესტუმრა. სოციალურად დაუცველ ოჯახში 5 მცირეწლოვანი წევრია. სამინისტრომ სტიქიით დაზარალებული ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლი სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში შეისყიდა.

მრავალშვილიანი ოჯახი, კერძო სახლის გარდა, 7500მ2 მიწის ნაკვეთის მფლობელიც გახდა, რაც მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

სოზარ სუბარი ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ელგუჯა ჭითანავას ოჯახსაც შეხვდა. 4-სულიან ოჯახს სტიქიამ საცხოვრებელი სახლი ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში დაუნგრია. ჭითანავების ოჯახს სამინისტრომ საცხოვრებელი სახლი ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში შეუძინა.

ეკომიგრანტი ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ.

2012 წლიდან დღემდე სამინისტრომ საცხოვრებელი სახლი 160 ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა, მათ შორის 30-ს სამეგრელოში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.