რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა „უკანონოდ გაცემული პასპორტების“ საქმეზე ისაუბრა
დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში უკანონოდ გაცემული პასპორტების საქმეზე, გალის რაიონის შემთხვევაში 500 - ზე მეტი, ხოლო ტყვარჩელის რაიონის შემთხვევაში 200 -ზე მეტი საქმეა დაგროვილი, ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ალექსეი ლომიამ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ დასახელდა ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ბრალდებული, მან უპასუხა: "ერთია, ხვდებოდე, ვინ არის დამნაშავე და მეორე - დაამტკიცო ეს". აფხაზური მედიის ინფორმაციით, ლომიამ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა იმაზე, რომ კომისიის შექმნით რაიონულმა ადმინისტრაციებმა საკუთარ უფლებამოსილებას გადაჭაარბეს, რაც "კანონით" არ იყო გათვალისწინებული. მისივე ცნობით, კომისია როგორც გალის, ისე ტყვარჩელის რაიონებში, ადმინისტრაციის ინიციატივით იყო შექმნილი.

გამოძიების მსვლელობაზე საუბრისას მან განმარტა: "შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი თანამდებობის პირი თავს არიდებს ჩვენების მიცემას. ერთადერთი, რასაც შეიძლება დავეყრდნოთ, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებია. თუმცა, ეს ინფორმაცია მწირია, პროტოკოლი ფორმალურად ივსებოდა".

ალექსეი ლომიამ აღნიშნული განცხადებები გალის რაიონის საპასპორტო სამსახურის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც პროკურატურამ 2015 წელს აღძრა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
ზუგდიდში, ხვალ, 13:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან და მას მეუფე გერასიმესთან ერთად, ეპარქიის სასულიერო პირები წარუძღვებიან.
16 / მაისი 2024
მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა.
16 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკიდან, 16:00 საათზე, დედები, შვილებთან ერთად, მარშს სახელწოდებით "დედები რუსული კანონის წინააღმდეგ" გამართავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.