რეგიონი
სასამართლომ შსს-ს მიერ თენგიზ გუნავს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თენგიზ გუნავას წინააღმდეგ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ბრალდებით სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება მის შსს-ს გენინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სამინისტროს სარგებლობაში მყოფი ავტომობილების საწვავის ტალონების მითვისებას.

თენგიზ გუნავას ადვოკატის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, სარჩელი მტკიცებულებების გარეშე იყო წარმოდგენილი.

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა თენგიზ გუნავას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, რადგან მიიჩნია, რომ პროცესი კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიმდინარეობდა“.

გუნავას განმარტებით, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად მიუღებელი პირების დასჯის და დაშინების მცდელობა.

თავის მხრივ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა შს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა მარიამ კერესელიძემ, ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთოს ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.