რეგიონი
გუბერნატორი: სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამზირი შენდება
სენაკში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სენაკის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი. პარალელურად, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები და მიმდებარე ტერიტორია. დასრულდა თანამედროვე გარე განათების სისტემის მონტაჟი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე არხები და ხიდები.

სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 1 446 336 ლარს შეადგენს.

"პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს თანამედროვე სტანდარტების გამზირი შეემატება. აქამდე ჭავჭავაძის ქუჩა გაუვალი იყო და ბოლო 30 წელია რეაბილიტაციას საჭიროებდა", აცხადებს ლევან შონია.

გარდა ამისა, გუბერნატორი დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამჟამად, თეატრში გათბობა-კონდიცირების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
20 / მაისი 2024
ზუგდიდში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ და ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყეს.
20 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51 სკოლიდან პირველკლასელთა ლიმიტი პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლაში სრულად შეივსო.
20 / მაისი 2024
23 წლის მარიკა ჯალაღონია რომში, "საპიენცას" უნივერსიტეტში არქიტექტურისა და ურბანული რეგენერაციის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მან საბაკალავრო
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.