რეგიონი
ზუგდიდში დღეს შსს-ს არქივის უნიკალური მასალების ჩვენება გაიმართება
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით წარმოადგენს პროექტს - „აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!“

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კრებულში თავმოყრილი საინტერესო მასალები, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და ,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“.

გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში კინოჩვენებასთან ერთად მოეწყობა გამოფენა ბანერებისა და სხვა ილუსტრირებული მასალის სახით. ღონისძიებას დაესწრებიან შს სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას და როგორ ეწყობოდა სააღდგომო სუფრა დადიანების სასახლეებში საუკუნეების წინ, საუბრობენ დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი მარინა ქობალია და დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის გამოყენებითი ხელოვნების ფონდების მცველი - მზისადარ ჭაფანძე.
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
04 / მაისი 2024
აფხაზეთის ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სოლიდარობა გამოუცხადა თბილისის მომიტინგეებს, რომლებიც „აგენტების“ კანონს აპროტესტებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.