რეგიონი
ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას სავარაუდო მკვლელის გადაცემას ითხოვს (ვიდეო)
ოთხწლიანი პუზის შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დღეს გალში გაიმართა. საგანგებო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქართველოში ექსტრადიცია მოითხოვა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის ირაკლი ბერაიას თქმით, ოთხოზორიას მკვლელობას შესახებ საქმეს იძიებს დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ სამხედრო პროკურატურა. გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა მხარემ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს არ დაუდასტურეს.

„სანამ გიგა ოთხოზორის მკვლელობაში ბრალდებული პირი არ წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე, ჩვენი მოთხოვნები იქნება პრინციპული და უცვლელი",- აცხადებს ირაკლი ბერაია,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი .

შეხვედრაზე ასევე,საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიებზე, ინციდენტების პრევენციისა და დარეგულირებისთვის, მხარეებმა ცხელი ხაზის გამართულად უზრუნველყოფის საკითხზე ისაუბრეს.

მომდევნო შეხვედრა 6 ივლისს ჩაინიშნა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
17 / მაისი 2024
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
17 / მაისი 2024
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ქალზე ძალადობის 7 შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.