სპორტი
"ზუგდიდს" სავარაუდოდ ოთარ გაბელია გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს", სავარაუდოდ, ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია გაწვრთნის. კლუბის ხელმძღვანელის გელა ინალიშვილის განცხადებით, მასთან კონტრაქტი გაფორმებულია, თუმცა მან დამატებითი განმარტებებისგან თავი შეიკავა.

"ყველაფერი 25 ივნისს გადაწყდება, მანამდე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია" - აღნიშნა რადიო "ათინათთან" საუბარში ინალიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ოთარ გაბელიას, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, ზუგდიდის ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

იგი 1977-1982 და 1985-1989 წლებში თბილისის "დინამოში" თამაშობდა, სხვადასხვა დროს კი იყო ზუგდიდის "დინამოს, სოხუმის "დინამოს" და ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე.

თბილისის" დინამოს" შემადგენლობაში მან 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1979 წელს ქვეყნის თასს, ხოლო1981 წელს თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. 1979 წელს ოთარ გაბელია საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, წლების მანძილზე მწვრთნელად საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში მოღვაწეობდა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
17 / მაისი 2024
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
17 / მაისი 2024
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ქალზე ძალადობის 7 შემთხვევა მოხდა.
17 / მაისი 2024
ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა მიმდინარეობს. მას ეპარქიის სასულიერო პირები უძღვებიან. მას არ ესწრება მეუფე გერასიმე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.