ზუგდიდში,
Art House-ში ლევან ბერძენიშვილმა საკუთარი წიგნი –
"წიგნიერების ევოლუცია"
წარადგინა. იგი მოსაზრებების, სტატიებისა და ბლოგების კრებულს
წარმოადგენს, სადაც ნათქვამია, რომ კითხვა კარგი და სასარგებლო
საქმეა.
"ზუგდიდში გამოსვლა ნებისმიერი კაცისთვის, ნაბისმიერ თემაზე საპატიოა,
იმ თვალსაზრისით, რომ ეს გამორჩეული აუდიტორიაა. ასეთი აუდიტორია
საქართველოს ერთ-ორ ადგილზე იკრიბება და ამიტომ მე ყოველთვის
ყურადღებით ვარ, როცა მეუბნებიან ზუგდიდში უნდა წავიდეთ", - უთხრა
ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.
ღონისძიება გამომცემლობა "არტანუჯის" და ჟურნალ "ლიბერალის"
ორგანიზებით გაიმართა.
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები