"ვლაქერნობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერია ფერადი
ფოტოების დაბეჭდვას გეგმავს.
სურათებზე "ვლაქერნობის" აღნიშვნის პირველი თარიღიდან - 1996 წლიდან
დღემდე არსებული მასალები უნდა იყოს აღბეჭდილი. აღნიშნული
მომსახურების შესყიდვაზე კულტურის განყოფილებამ 1 848 ლარი გამოყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფოტოების პარამეტრი 80სმ
x 60სმ უნდა იყოს და ის 44 ერთეული დაიბეჭდება.
გარდა ამისა, კულტურის განყოფილებამ აღნიშნულ დღესასწაულისთვის 52
ცალი საეკლესიო დროშა შეისყიდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 590 ლარი
დაიხარჯა.
ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში ყოველი წლის 15 ივლისს იმართება, რა
დროსაც ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელისა და ზუგდიდის
მუზეუმში დაცული სხვა სიწმინდეების გამობრძანება.
მასალის გამოყენების პირობები