აბასთუმანსა და ხეცერაში განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივებს გააცნეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: აბასთუმანისა და ხეცერას
მოსახლეობას ზუგდიდის გამგებელი
ედიშერ თოლორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროექტების კოორდინირების
სამსახურის უფროსი დათო კოდუა შეხვდნენ. ხელისუფლების
წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნეს, რაც წელს
განხორციელდება.
რამდენიმე დღეში ამ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები და
გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება.
აბასთუმანში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ინფარასტრუქტურული
პროექტების განხორციელება, მათ შორის, მოხდება წყალმომარაგების
ქსელების, კულტურული ღონისძიებების ჩასატარებელი დარბაზისა და ხიდების
რეაბილიტაცია.
ხეცერაში კი სოფლის შიდა გზების, საბავშვო ბაღის, გარეგანათების და
მოსაცდელების რეაბილიტაცია იგეგმება. აქვე აშენდება სპორტული
მოედანი.
მასალის გამოყენების პირობები