რეგიონი
შეხვედრა სუს-ის და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით (ვიდეო)

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სახელმწიფოს მოქმედ პროგრამებზე ისაუბრეს დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სუს-ის თანამშრომლებმა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

"შეხვედრის მთავარი მიზანია ინფორმაციის გაზიარებაა მიმდინარე პროცესებზე. ასევე, ამ პროცესებში ქალების აქტიური ჩართვა. ეს ყველაფერი მოემსახურება უფრო მეტ თანამშრომლობას და კომუნიკაციას არასამთავრობო სამთავრობო და უწყებებს შორის",- უთხრა ჟურნალისტებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გალში 6 ივლისს გამართული შეხვედრის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ოთხმხრივ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემის საკითხი კიდევ ერთხელ მოითხოვა. მისივე ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე, ასევე უსაფრთხო გადაადგილებაზე და ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე ისაუბრეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, გასულ წელს მათ მიერ 341 ადამიანის დააკავებების ფაქტი იქნა იდენტიფიცირებული, თუმცა მათივე თქმით, ეს ციფრი გაცილებით მეტია. ასევე, პროცენტულად აფხაზეთში დაკავევების ფაქტი უფრო მეტია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში.

"ეს ციფრი რუსეთის ფედერაციის უსაფრთოების სამსახურის ინფორმაციით, 2 400 აღწევს", -აღნიშნა შეხვედრაზე სუს-ის თანამშრომელმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ლალი დევიძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ სოფლების უმეტესობაში გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანობის პროცესი დასრულებულია და ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა წყალმომარაგების სისტემის მოგვარებაზე.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე ასევე ისაუბრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუამ. მისი თქმით, ამ ზონაში არსებულ რამდენიმე სოფელში გზის პრობლემა მთლიანად მოგვარებულია.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ძირითადად დევნილების საკითხებზე მუშაობენ, იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლელიც გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი გალის სკოლებში განათლების პრობლემას შეეხო. ისინი შიშობენ, რომ გალის სკოლის ეთნიკურად ქართველი მოსწავლეები უახლოეს წლებში ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, მშობლიური ენის უცოდინრობის გამო ვერ ჩააბარებენ და ისინი სწავლის გაგრძელებას რუსეთის ფედერაციაში გეგმავენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
04 / მაისი 2024
27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „გადარჩენილი ტრადიციები“, რომელიც 27 ინვისამდე გაგრძელდება.
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.