ზუგდიდში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ შეიქნა (ვიდეო)
12:51 / 08.07.2016
ზუგდიდში, მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა
რამდენიმე ოჯახმა, გუშინ,
საღამოს საათებში, ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნო, რის გამოც,
მათი თქმით, ისინი შეუძლოდ შეიქნენ. როგორც ამბობენ, მათ თავის ძლიერი
ტკივილი და გულისრევის შეგრძნება აღენიშნებოდათ.
"დავრეკეთ 112-ში და გვითხრეს, არ არის საშიშიო და არ მოვიდნენ. მერე
პატრული გამოვიძახეთ, მათაც დაურეკეს შესაბამის სამსახურებს - მაშინაც
არ მოვიდნენ, იგივე პასუხი მოგვცეს - საშიში არ არისო", - ამბობს
ზუგდიდის მკვიდრი ეკა ჟვანია.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" სათაო ოფისში აცხადებენ, რომ მოხდა
მილებში დაგროვილი ჰაერის გაშვება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის
საშიშროებას არ წარმოადგენს. მათივე თქმით, მიმდინარე სამუშაოების
დაწყებასთან დაკავშირებით,
მოსახლეობა რამდენიმე დღით ადრე დააუწყეს.
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები