ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიცპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოსა
და ა/ ო "ახალგაზრდები
სამეგრელოს განვითარებისთვის"ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ეზოში
XIX საუკუნე "გააცოცხლდა" . ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო სტენდები
მე-19 საუკუნის ეკონომიკის, სპორტის, სოფლის მეურნეობის, სამართლისა
და საგარეო პოლიტიკის შესახებ, ასევე გაიმართა სამეგრელოს სამთავროს
სხვადასხვა ისტორიული ეპიზოდის თეატრალიზებული წარმოდგენა.
"ხაზი გაუსვით რაოდენ მდიდარი, მრავალფეროვანი და პატივსაცემი
ისტორიის მატარებელი ერი ვართ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში და არა
მარტო მათში მეტად გაღვივდეს ის გრძნობა,რასაც ქართული
ისტორიის,კულტურისა და ერის სიყვარული ჰქვია", - ამბობენ ღონისძიების
ორგანიზატორები.
პროექტი - "გაცოცხლებული XIX საუკუნე" არასამთავრობო ორგანიზაციის
"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მხარდაჭერით განხორციელდა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები