რეგიონი
ზუგდიდში სამეცნიერო-თეორიული კონფერენცია მიმდინარეობს (ვიდეო)

ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში "ვლაქერნობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი სამეცნიერი კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ეგიდით ტარდება. აღნიშნულ ეპარქიასთან ერთად, ღონისძიების ორგანიზატორები არიან: დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, შ. მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი და საზოგადოება "ზუგდიდელი". მოხსენების მთავარი თემატიკა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი სამოსელი, სხვადასხვა ისტორიული და საეკლესიო საკითხებია.

კონფერენციაზე მოხსენებით ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული პროფესორები გამოვლენ. მათ შორის,დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი სვეტა მიქავა, თემით - " ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი სამოსელის დაფარული ისტორია", შ. მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა გოგია - "ღვთისმშობლის სიმბოლოები სამეგრელოში", ისტორიის დოქტორი მედეა ბენდელიანი - "ჭყონდიდის ეპარქია აფხაზეთის საეკლესიო მოდერნიზაციის წინააღმდეგ", ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარინე ცინცაბაძე - "ქეთევან დედოფალი ევროპულ დიპლომატიასა და კულტურაში", ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დავით მერკვილაძე - არქანჯელო ლამბერტის თხზულება "წმინდა კოლხეთი", ისტორიის დოქტორი გიორგი კალანდია - "ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის საიდუმლო", ისტორიის დოქტორი დავით ჭითანავა - "ზუგდიდის სამღვდელოების ისტორიიდან" და ა.შ.

ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხავადასხვა ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში გაიმართება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.