ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე, დაშავებულია ორი ადამიანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მანქანაში 10-ზე მეტი პირი იმყოფებოდა.არსებული ინფორმაციით, "კამაზის" ტიპის ავტომანქანის მძღოლმა საჭე
ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.
ავტომობილის მგზავრები, აღნიშნულ ადგილას ხე-ტყის მოპოვების
სამუშაოების შესასრულებლად იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილთაგან ორი - სატყეო სააგენტოს თანამშრომელია, ერთი მათგანი
- ზუგდიდელია, ხოლო ერთი - ჩხოროწყუს რაიონიდან.
მასალის გამოყენების პირობები