რეგიონი
ზუგდიდში მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის შესახებ დისკუსია გაიმართა (ვიდეო)

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, ,,დისკუსიები მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესამუშავებლად” რეგიონული შეხვედრა ქ. ზუგდიდის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

შეხვედრის თემა იყო შეშის დეფიციტი საქართველოში – შეშის ალტერნატივების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის წარდგენა, სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის შესახებ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის და მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ტექნიკური რეგლამენტის წარდგენა.

საქართველოში სატყეო საკითხების აქტუალობიდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, CENN, ბოლო ათწლეულებია აქტიურად მოღვაწეობს სატყეო სფეროში და ამჟამად, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდჭერით ახორციელებს პროექტს: „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში (ფაზა 2)“, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში სატყეო რეფორმის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობა პოლიტიკური ინსტრუმენტების შემუშავების ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების გზით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, ადგილობრივი თვითმმართველობა, საერთაშორისო სააგენტოები, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო და კერძო სექტორი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.