5 აგვისტოს ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ნაწილს, ტექნიკური სამუშაოების
გამო, 06:00 საათიდან 07:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება
დროებით შეეზღუდება.
ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გამოირთვება ქვესადგური
"ზუგდიდი-2", რის გამოც, დროის აღნიშნულ პერიოდში, ელექტროენერგიის
მიწოდება 7 743 აბონენტს შეუწყდება. მათივე ინფორმაციით,
აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების
დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები