სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ქვეყნის მთავარ
ვეტერინართან მიხეილ სოხაძესთან ერთად, სამეგრელოში, ასხის მთის
საზაფხულო საძოვრებზე
ვეტერინარული ღონისძიებების პროცესს გაეცნო.
"მეცხოველეობის დარგი ერთ-ერთი პრიორიტეტულია და შესაბამისად, მისი
განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვახორციელებთ.
აღნიშნული ღონისძიებები მიკვლევადობას, ცხოველთა ჯანმრთელობასა და
ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ფერმერებს
მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და პროფილაქტიკური ღონისძიებების
გატარებით ის გართულებები ავიცილოთ თავიდან, რაც ცხოველთა დაავადების
შემთხვევაში იქმნება", - განაცხადა მან.
სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე სამეგრელოს რეგიონში
იდენტიფიცირებულია 332 ათასი სული მსხვილფეხა და 12 ათასამდე
წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზზე კვლევა (სერომონიტორინგი) 3 878 სულ
პირუტყვს ჩაუტარდა. 2016
წელს სამეგრელოს რეგიონში დაავადება თურქულზე ვაქცინირებულია 121 987
სული მსხვილფეხა და 10 649 წვრილფეხა პირუტყვი, ჯილეხზე - 29581
პირუტყვი.
მასალის გამოყენების პირობები