რეგიონი
პრემიერი- ჩვენ გვეყოლება ცნობილი დიჯეი აფხაზეთიდან
პროექტ Chekin Georgia”-ს ფარგლებში, 9-14 აგვისტოს ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი „GEM Fest“-ი გაიმართება, რომელსაც 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება. პროექტი Chekin Georgia” თითქმის სრულად, 20 მილიონ ლარზე მეტით ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა.

ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „GEM Fest“-ი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების ზრდას.

"მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი სიგუას და მის გუნდს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, თვეების მანძილზე მუშაობენ აქ, ასევე, ქართველ, უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩამოსულები არიან. უამრავი ხალხი მუშაობს ფესტივალის სამზადისზე. ფესტივალი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სამეგრელო არის გადაჯავშნილი თავიდან ბოლომდე და ძალიან სასიხარულო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება მეტი შემოსავალი,"- განაცხადა მან.

მისივე თქმით, Gem Fest-ის გამო ანაკლიასა და განმუხურში რამდენიმე სასტუმროს გადაიარაღება მოხდა და აშენდა ერთი სასტუმრო. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა. პრემიერმა მოუწოდა ყველას, დაესწრონ ფესტივალს.

"აქ იგეგმება რამდენიმე სასტუმროს აშენდება, როგორც საოჯახო ტიპის, ასევე მაღალი კლასის. მოვუწოდებ ყველას, ჩამოვიდნენ, ცხრაში იხსნება ფესტივალი. საინტერესო დიჯეები დახვდებათ სტუმრებს, რომელთა კლასი არის ძალიან მაღალი. სიმბოლურია ასევე ის, რომ ჩვენ გვეყოლება ცნობილი დიჯეი აფხაზეთიდან."
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.