საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი კენჭს ზუგდიდში
იყრის. პირველ შეხვედრას მოსახლეობასთან იგი, 18 აგვისტოს 17:00
საათზე,
განმუხურის ცენტრალურ ბულვარში გამართავს. მოგვიანებით კი,
ამომრჩეველს სოფლებში: ორსანტია და კახათი შეხვდება.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსი ''ნაციონალური
მოძრაობის" საარჩევნო სიაში პირველი ნომერი იქნებოდა. მაშინ ამ
საკითხის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ: "მინდა, ყველას
გასაგებად ვთქვა და ნურავის ნუ ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო
რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან
როლებს ირგებს”.
მასალის გამოყენების პირობები