ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში, სადაც მერაბ ქვარაიამ
თავმჯდომარეობის რანგში ბოლო სხდომა გამართა, დაპირისპირება მოხდა.
საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრობიდან" ანა წითლიძემ საკრებულოს
უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას თვითმმართველობის არჩევნებზე
მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულების შესახებ ანგარიში
მოსთხოვა. მან ასევე ქვარაიას ზუგდიდის საკრებულოს ისტორიაში ერთ-ერთი
სუსტი თავმჯდომარე უწოდა და მისი მისამართით სხვადასხვა ბრალდებები
გამოთქვა. თუმცა, მას ქვარაიამ სიტყვის დასრულების უფლება არ მისცა და
სხდომა დახურულად გამოაცხადა.
ამის შემდეგ, ანა წითლიძემ ქვარაიასგან პასუხების მიღება სხდომის
დასრულების შემდეგაც სცადა, თუმცა ის საზოგადოება "ზუგდიდელის"
თავმჯდომარე მურმან ნაჭყებიამ გააჩერა და კამათი მათ შორის გაგრძელდა.
ნაჭყებიამ წითლიძეს კორუმპირებული უწოდა. მოგვიანებით, კამათში
წითლიძეს თანაპარტიელი ბათლომე შელია ჩაერთო. მან ნაჭყებიას
საზოგადოება "ზუგდიდელის" სამარცხვინო თავმჯდომარე უწოდა და უთხრა,
რომ ორგანიზაციის ინტერესები პარტიულ ინტერესებში გაცვალა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები