დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ქალაქ ზუგდიდში
პროექტის - "ZRDA" ფარგლებში
90 მოხალისე შეარჩია. მოხალისეები ზუგდიდსა და წალენჯიხაში
სამიათასამდე დევნილ ოჯახს კარდაკარის პრინციპით, სახელმწიფო
პროგრამების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დირექტორის ირაკლი
უჯმაჯურიძის განმარტებით, საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმაში
არსებულ პროექტებში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მონაწილეობა
მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე თვის წინ კვლევა სამინისტროში, სახეწლმწიფო
პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირებულობა იყო ძალიან მცირე.
სწორედაც ეს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი
იქნება ინფორმირებული მით უფრო მეტი ჩაერთვება“.
აღნიშნული პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის
დაფინანსებული, მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების
ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები