რეგიონი
"ენმ"-მ მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა (ვიდეო)
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე და უკვე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა.

მან დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც „ენმ“-ს რეგიონულ ოფისში გაიმართა, დეპუტატობის კანდიდატს საკრებულოს სხდომის რეგლამენტის დარღვევაშიც დასდო ბრალი. მისი თქმით, მერაბ ქვარაია „ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვებს გაექცა და გუშინდელი სხდომა დახურა, რისი უფლებაც მას კანონით არ ჰქონდა.

„საუბარი გამაწყვეტინა და დახურა სხდომა. უკვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია გარეულია ყველა იმ კორუფციულ სქემაში, რომელიც არსებობს ზუგდიდში. ის უშუალოდ ლობირებს კომპანიებს, რომლებიც სისტემატიურად იგებენ ტენდერში“

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ქვარაიას კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არაერთხელ ჰქონია ბრიფინგი და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სურდა გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე პასუხების მოსმენა.

თავის მხრივ, მერაბ ქვარაიამ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი "ნაციონალების" წინასაარჩევნო აგონიაა.

მერაბ ქვარაიამ თავმჯდომარეობის რანგში ბოლო სხდომა გუშინ გამართა, სადაც დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრობიდან" ანა წითლიძემ საკრებულოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულების შესახებ ანგარიში მოსთხოვა და მას ზუგდიდის საკრებულოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თავმჯდომარე უწოდა. თუმცა, მას ქვარაიამ სიტყვის დასრულების უფლება არ მისცა და სხდომა დახურულად გამოაცხადა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
01 / მაისი 2024
თბილისში მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია დააკავა.
01 / მაისი 2024
ზუგდიდის მერიის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.