რეგიონი
ლევან ქარდავა წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
წალენჯიხა-ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოქმედი პარლამენტარი ლევან ქარდავა დასახელდა. მოსახლეობას ქარდავა "ენმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა. პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად წალენჯიხაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსიც იმყოფებოდა.

ქარდავას თქმით, 2012 წლის არჩევნების შედეგის მიუხედავად, ძალინ ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ქვეყანა წინსვლას გააგრძელებდა, „სამწუხაროდ, „ოცნების“ მთავრობამ იმდენი მოახერხა, რომ ეს წარმატებები გააფერკმთალა“. საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც დიდი საგარეო გამოწვევების მიუხედავად იპოვის გზას და ქვეყანას განავითარებს.

მან ასევე გაიხესენა 2012 წელი, როცა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა.

„პოლიტიკაში არ მოვსულვარ, როგორც პარტიის წარმომადგენელი. მაშინდელი ჩემი დაპირება კარგად მახსოვს, რასაც ხალხთან ყოველ შეხვედრაზე ვიმეორებდი, რომ პარლამენტში რომელიმე პარტიის კი არა, წალენჯიხის წარმომადგენელი ვიქნებოდი. ოთხი წლის განმავლობაში, ამ პირობის ერთგული ვარ. ამ ხნის განმავლობაში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხშირად მითქვამს, მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაში ვიქნები თუ უმრავლესობაში, იქ ვდაგვარ, სადაც ჩემი წალენჯიხის ინტერესებია და თუ ვერაფერში დაგეხმარებით, ხელს მაინც არ შეგიშლით-მეთქი. ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ხელიც გავუწოდე, რადგან პასუხისმგებლობა მქონდა ხალხის წინაშე, მაგრამ ამ მთავრობას თანამშრომლობა და საქმის კეთება არ უნდოდა. ამ მთავრობას დაჩოქილი, პორტირებული ადამინები უნდოდა, რომლებიც იმას გააკეთებდნენ, რაც „ოცნებას“ ენდომებოდა. ჩემთვის კი, უზენაესი იყო და არის არა პარტიული და პირადი ინტერესები, არამედ, ქვეყნის განვითარება. საქართველოს არ აქვს ფუფუნება, შეინახოს მთავრობა, რომელიც თავის მართლებითაა დაკავებული, თუ რატომ ვერ აკეთებს საქმეს.“

ლევან ქარდავა 2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.