ქალაქის მერიამ "ზუგდიდობა 2016"- ისთვის მზადება
დაიწყო. კულტურის სამსახურმა სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაზე
53 ათასი ლარის ტენდერი უკვე
გამოაცხადა.
ამ თანხიდან, საპატიო ზუგდიდელისთვის 2 100 ლარის ღირებულების 6
მედლის შეძენა იგეგმება, საზეიმო კონცერტისთვის - 33 000 ლარი
დაიხარჯება, ფოიერვერკისთვის - 5 000 ლარი, ხოლო ჩარჩოებისთვის,
ბანერებისა და აფიშისთვის 13 500 ლარი გამოიყოფა.
"ზუგდიდობა" წელს პირველად გაიმართება და
ის ტრადიციულ სახეს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები