დღეს 20 საათზე ანაკლიის ციხესიმაგრეში მევიოლინისა და დირიჟორის
ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი აღდგენის
შემდეგ წელს პირველად გაიმართება. მისი სლოგანია „ღამის სერენადები –
ყველაზე ახლოს აფხაზეთთან“.
"ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით,
აფხაზეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში დაარსდა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი ანაკლიაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით
ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები