რეგიონი
ადვოკატი სასამართლო სხდომაზე: "ჩვენ ყველანი პოლიტიზირებულები ვართ" (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის ნაცატუს უბნის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორის ირმა ნაჭყებიას სასამართლო პროცესი დღეს ზუგდიდის < რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ნაჭყებია მისი გათავისუფლების შესახებ განცხადების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს. მისი მტკიცებით, ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას და ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მან განმარტა, რომ მისი მეუღლე "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, რომელიც აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას კორცხელის შუალედური არჩევნებზე მხარს უჭერდა, რა დროსაც ცნობილი ინციდენტი მოხდა.

ყოფილი დირექტორის უფლებებს სასამართლოში საიას იურისტი მირზა მუმლაძე იცავს. ხოლო, ზუგდიდის გამგეობის ააიპ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ცენტრს" - იურისტები სულხან ძიგუა და ნანა სიჭინავა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი, ნაჭყებიას უფლებადამცველის მოთხოვნით, მოსამზადებელ ეტაპს დაეთმო.

მოსარჩელე მხარემ სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობა წარუდგინა. მათი სრული უმრავლესობა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც საქმეში უკვე არსებობდა, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააკმაყოფილა.

ერთ-ერთი შუამდგომლობა მოწმის დაკითხვას ეხებოდა, რომელიც მხარის მტკიცებით, ნაჭყებიასა და ცენტრის დირექტორის ციცინო თოლორაიას კამათს შეესწრო. მათივე განმარტებით, თოლორაია ბაღის ყოფილ გამგეს მისი მეუღლის პოლიტიკური საქმიანობის გამო ემუქრებოდა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობაც დააკმაყოფილა. ასევე დაკმაყოფილდა ზუგდიდის საოლქო კომისიის ცნობა, რომელიც ნაჭყებიას მეუღლის გია კვარაცხელიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრობას ადასტურებდა.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმდნენ სასამართლოში გამგეობის წარმომადგენლები. სულხან ძიგუამ სხდომის მსვლელობისას განაცხადა, რომ მოცემული ცნობა არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან ინფორმაციას. "ჩვენ ყველანი პოლიტიზირებულები ვართ და ყველა რაღაცას ვაკეთებთ", - აღნიშნა სასამართლო პროცესზე სულხან ძიგუამ.

ადვოკატის ეს რეპლიკა მოსამართლე ირაკლი აბშილავამ "საინტერესო" განცხადებად შეაფასა.

მოპასუხე მხარეს დღევანდელ პროცესზე არცერთი შუამდგომლობა არ დაუყენებია. სხდომის დასრულების შემდეგ მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და აღნიშნეს, რომ განცხადებას მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააკეთებენ.

მომდევნო სხდომა 19 სექტემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, სოფელ ნაცატუს საბავშვო ბაღის დირექტორის გათავისუფლების საკითხი პირველად ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თენგიზ გუნავამ გაახმაურა. ენ-ში ამტკიცებდნენ, რომ ნაჭყებია დაკავებული თანამდებობიდან კორცხელში პარტიის გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლეს.

ბრალდებას უარყოფენ გამგეობაში და აცხადებენ, რომ ნაცატუს ბაღის დირექტორის გათავისუფლება შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღში მღრნელების მიერ დაზიანებული საკვები პროდუქტი აღმოჩნდა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.