რეგიონი
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში საუბნო კომისიის არჩევის ინსტრუქცია სუს-მა გასცა (ვიდეო)
"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საუბნო საარჩევნო კომისიებში, ე.წ. "პროფესიული" წევრების არჩევასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა.

ჩიქოვანის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო კომისიის წევრების არჩევა სწორედ იმ სიის მიხედვით მოხდა, რომელიც მან გასულ კვირებში წინასწარ გაასაჯაროვა. მისივე მტკიცებით, მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რომ საოლქო კომისიის სხდომაზე ე.წ. "პროფესიული" წევრების არჩევის ინსტრუქცია "ქართულმა ოცნებამ" და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასცა. ჩიქოვანის განცხადებით, ეს ინსტრუქცია საოლქო კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გიგა ფარულავამ განახორციელა.

"თითოეული კომისიის წევრი, რომელიც შეირჩა საუბნო საარჩევნო კომისიაში, არის მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვისაც მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა. სხვა შემთხვევაში არცერთი ადამიანი არ არის შერჩეული. ეს თვალნათლივ მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" დღეს იწყებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც იქნება მისთვის სახარბიელო", - განაცხადა ჩიქოვანმა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში გიგა ფარულავა მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის ბრალდებებს გაუგებარს და უსაფუძვლოს უწოდებს. მან ვიდეო კომენტარზე უარი განაცხდა, თუმცა, ჟურნალისტებისთვის ზეპირი განმარტებები გააკეთა.

"უბნის კომისიის წევრები, რომელიც საოლქომ აირჩია, არიან ისეთები, ვისაც მე ხმა არ მივეცი. ისეთი პირებიც იყვნენ, რომლებაც 10-12 ხმა მიიღეს და დამთხვევა, ბუნებრივია, იქნებოდა", - უთხრა ჟურნალისტებს გიგა ფარულავამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსისთვისაც გეგმავს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.