რეგიონი
პრემიერ-მინისტრი დარჩელში მეწარმეებს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოფელ დარჩელში იმ მეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც სახელმწიფოს დახმარების პროგრამით სასოფლო-სამეურნეო დარგში ახალი საწარმოები შექმნეს.

მთავრობის მეთაურმა  კოოპერატივ „დარჩელის“ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია - თაფლი, თხილი, ჩურჩხელა, სათბურში მოყვანილი ბოსტნეული, ხილი, ღვინო და ა.შ. დაათვალიერა, დააგემოვნა და მეწარმეებს გაესაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ მხარდაჭერის პროგრამებს აუცილებლად განაგრძობს და პირადად ყველაფერს გააკეთებს, რომ უკვე შექმნილი კომპანიებისთვის, თანადგომა კიდევ უფრო გაფართოვდეს. 

"მთავარი მიზანი იმისა, რასაც ერთად ვაკეთებთ, არის ის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები, რომელიც დღეს არის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით დარჩელში და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც 600 მცირე გლეხური მეურნეობისგან შეიქმნა კოოპერატივი, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანად აწარმოებს ნაწარმს, დანერგა ახალი ტექნოლოგიები, შეამცირა თითოეული მონაწილის დანახარჯები და ეფექტური გახადა წარმოება მთლიანობაში. ეს კოოპერატივი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს ჩვენ საქართველოს გაძლიერებას სწორედ ამგვარი მოდელის მეშვეობით ვხედავთ", - განაცხადა მან.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო 170-მდე მეწარმე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.