ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ფართის დაკანონებასა და სარემონტო
სამუშაოების დასრულებას ითხოვს. ის მერიას უყურადღებობასა
და დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 3 წლის
განმავლობაში ზუგდიდში სამართალი ვერ იპოვა.
ჯოჯუა ქალაქ ზუგდიდის მერიასთან შიმშილობს. მასთან სასაუბროდ მერის
მოადგილე გია გულორდავა მივიდა, რომელმაც მოშიმშილისგან პრობლემა
მოისმინა, შემდეგ კი მის საცხოვრებელ ბინაში გადაინაცვლა. მასთან
ერთად ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ,
მათ შორის, ააიპ „კეთილმოწყობის ცენტრის“ უფროსი მამუკა ციმინტია.
ვიცე-მერმა გია გულორდავამ განაცხადა, რომ გაერკვევიან ამ საკითხში და
ყველაფერს გააკეთებენ პრობლემის მოსაგვარებლად. თავის მხრივ, ციალა
ჯოჯუა შიმშილობის აქციის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ
დანაპირები არ შესრულდება.
ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ფართის დაკანონებისა და შეკეთების მოთხოვნით
პერმანენტულად მართავდა აქციებს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები