ქალაქის მერია საპატიო ზუგდიდელების ვინაობას
სახალხო დღესასწაულამდე - "ზუგდიდობამდე" არ
ასაჯაროებს.
კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსის ზამირა ღადუას
განმარტებით, საპატიო მოქალაქეები, შემოსული განცხადებების
საფუძველზე, სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
"იყო განცხადებების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება ამ კომისიამ
მიიღო. წელს სულ 6 საპატიო ქალაქელი გვეყოლება და მათ ვინაობას
საზოგადოება "ზუგდიდობაზე" გაიგებს, ეს ამბავი ერთგვარ სიურპრიზად
დავტოვოთ ", - უთხრა რადიო "ათინათს" ღადუამ.
საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და კონცერტი
დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის ეზოში 19:00
საათზე გაიმართება. საპატიო მოქალაქეებისთვის მოოქროვილი მედლების
შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 500 ლარი გამოიყო.
ცნობისთვის, "ზუგდიდობა 2016" წელს პირველად 10 სექტემბერს გაიმართება
და ის ტრადიციულ სახეს მიიღებს. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით
დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.
მასალის გამოყენების პირობები