გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა დასრულდა (ვიდეო)
17:25 / 09.09.2016
როგორც ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ
განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს გიგა ოთხოზორიას
მკვლელობის საკითხზე. ქვემოკლიძის თქმით, აფხაზური მხარე მათ
დაჰპირდა, რომ მომავალ შეხვედრაზე დე ფაქტო პროკურატურის
წარმომადგენლები აღნიშნული საქმის გამოძიების დეტალებს გააცნობენ.
ამასთან, დღეს განიხილეს გიორგი ლუკავას საკითხიც. როგორც ირკვევა,
ქართულმა მხარემ მოითხოვა, წითელ ჯვარს მიეცეს უფლება, მოინახულოს
პატიმარი. გიორგი ლუკავა სასჯელს დრანდის საპატიმროში იხდის.
ენგურის ხიდზე იმყოფებოდა გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი
ბასარია. მისი განცხადებით, ოჯახს პრეტენზია საქართველოს
ხელისუფლების მიმართ აქვს და ისინი დამოუკიდებლად დაიწყებენ
მოქმედებას. როგორც ბასარია ამბობს, მისი მეუღლე 10 მარტს აფხაზეთს დე
ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გადმოცემულ 8 ქართველ
პატიმართან ერთად უნდა ყოფილიყო, თუმცა, აფხაზური მხარისთვის
გადაცემულ დოკუმენტში მისი მეუღლის სახელი და გვარი არ იყო
დატანილი.
„დღეს პირველად დასვეს საკითხი გიორგი ლუკავას შესახებ. ჩემი
მოთხოვნა არის ჩემი ტყვედჩავარდნილი მეუღლის დაბრუნება“, -
აღნიშნა ბასარიამ.
შეხვედრაზე ასევე 2012 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ
დაკარგული ზაზა წულუკიას საკითხზე ისაუბრეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები