ქალაქ ზუგდიდის ერთ-ერთი პირველი საპატიო მოქალაქე მეეზოვე ქალი
ზაირა-თამარ სალია გახდა. "
ეს ადამიანი
დღე და ღამე ზრუნავს ქალაქზე
და მის სისუფთავეზე, მუხლჩაუხრელად შრომობს", - ასე წარადგინეს
ზაირა-თამარ სალია საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოებაზე.
ცნობისთვის, ამ წუთებში დადიანების ეზოში "საპატიო ზუგდიდელის"
დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ცნობილია ოთხი საპატიო
ზუგდიდელის ვინაობა.
მასალის გამოყენების პირობები