რეგიონი
რუხის განვითარების კონცეფციის წარდგენა (ვიდეო)
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ადგილობრივებს სოფლის განვითარების კონცეფცია ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დავით კოდუამ და რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორმა დავით მაჭავარიანმა გააცნეს.

ამჟამად რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელი მთავარი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს.

წოწერიას განმარტებით, უახლოეს პერიოდში ასევე დაგეგმილია ხიდის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა. კერძოდ, აშენდება ახალი ავტოსადგომი, მოსაცდელები, სკვერი, სველი წერტილები, დაიგება ახალი გზის საფარი.

გარდა ამისა, ადგილობრივი მთავრობა რუხის ისტორიული ციხესიმაგრის დატვირთვას სხვადასხვა ახალგაზრდული, სპორტული, მუსიკალური და ფოლკლორული ღონისძიებებით გეგმავს.

"მოხდება რუხის ციხის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მისი ღია საგამოფენო სივრცედ გამოყენება. ამავდროუად სოფელში მექანიზატორის ცენტრი აშენდება, სადაც უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა განთავსდება. ცენტრის შექმნის შემდეგ 50 ადგილობრივი დასაქმდება ", - აღნიშნა წოწერიამ.

ამასთან, რუხში მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 264 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. საავადმყოფო რეგიონის მოსახლეობას და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.