რეგიონი
"თავისუფალი დემოკრატების" ბრალდებები და მერაბ ქვარაიას პასუხი
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციური პარტიის განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

" 7 სექტემბერს ირაკლი ჩიქოვანმა გამართა ბრიფინგი, რაც უკავშირდებოდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსური სახსრების არარაციონალურად გამოყენებას. კონკრეტულად, "ირაკლი ალსანია - თავისუფალი დემოკრატების" ქალაქ ზუგდიდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა აღმაშენებლის N87 -ში მცხოვრები ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და იმ ფინანსურ შესაძლებლობებზე, რითაც შესაძლებელი იყო, მისი სწორი დაგეგმვის შემთხვევაში რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ფართის გარემონტება. აღნიშნულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ე.წ "პრესოვკა - მახრაძის" (67.01.03) ოლქის მაჟორიტარი წევრი მერაბ ქვარაია ორი წლის განმავლობაში არასდროს დაინტერესებულა აღმაშენებლის N87-ში მცხოვრებთა პრობლემებით, რომელთა საცხოვრებელი პირობების გაუარესება სტიქიურმა მოვლენებმა გამოიწვია.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ დღეს უკვე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარიამ ირაკლი ჩოქოვანი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 14 სექტემბერს გამოსცა განკარგულება, 2014-2015 წლებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის 4 882 500 ლარის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ, მათ შორის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 460 000 ლარის მოცულობით. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ტრანსფერის ათვისება მოხდა სამი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ პირდაპირი წესით დადებული სამი ხელშეკრულებით, რომელთა შესყიდვა განხორცილედა - 6 ოქტომბერს, 11 ნოემბერს და 4 დეკემბერს. ხოლო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვა ჰპოვა 23 სექტემბერს. ასევე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 17 და 26 ნოემბერს მიიღო 528 500 ლარის მოცულობის სპეციალური ტრანსფერი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ, საიდანაც 7 დეკემბერს გააფორმა ორი ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 2015 წელის III – IV კვარტალში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღო 988 500 ლარი სპეციალური ტრანსფერის სახით, საიდანც აითვისა მხოლოდ 700 000 ლარი. ხოლო იმ პირობებში, როცა მუნიციპალიტეტში უამრავი სახის სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული ინფრასტრუქტურული თუ სახვა სახის პრობლემებია 288 500 ლარი აუთვისებელი დარჩა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-10 (1) მუხლის საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული წესით (ერთ პირთან მოლაპარაკება), როცა არსებობს მთავრობის სამართლებრივი აქტი შეზღუდულ ვადებში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით. თუმცა მერიის ქმედებიდან გამომდინარე არ ჩანს შეზღუდული ვადების არსებობა, რადგან 14 სექტემბერს გამოცემული აქტით შესყიდვა მომდევნო თვეებში განხორციელდა. ცხადია, რომ გამარტივებული შესყიდვა ვერ უზრუნველყოფს ფინანსების რაციონალურ ხარჯვას, რადგან შესყიდვის აღნიშნული საშუალებისას არ ხდება ელექტრონული ვაჭრობა და კონკურენციის პირობებში ვერ უზრუნველყოფს შემსრულებელი კომპანიის შერჩევას. სწორედ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიზნებიდან გამომდინარე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ზემოხსენებული შესყიდვები უნდა განეხორციელებინა შესყიდვის ელექტრონული საშუალებით, რომლის ჩატარება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით მოიცავს სამ სამუშაო დღეს, ხოლო ჯამში არსებული პრაქტიკიდან ხელშეკრულების დადება ხდება ათი კალენდარულ დღის განმავლობაში. სწორდე აქედან გამომდინარე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო შესყიდვები განეხორციელებინა დროულად, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში, რაც დამატებით თანხების დაზოგვას უზრუნველყოფდა.

ზოგადი სტატისტიკის მიხედვით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ჩატარებული ტენდერების დანაზოგი საშუალოდ 10-15% -ს შეადგენს. კონკრეტულად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამარტივებული ელ. ტენდერით და ელ. ტენდერით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, რომელიც იდენტურია ზემოხსენებული ხუთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მოიცავს არანაკლებ 100 000 ლარს, საშუალოდ საწყისი ფასის კლება ხდება 12.5 % -ით. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვის ელექტრონული საშუალებებით, რომ მოეხდინა ხუთი ხელშეკრულების გაფორმება, ის დაზოგავდა მინიმუმ 87 500 ლარს. ეს ფაქტები კი - ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლების არაკომპეტენტურობას და უუნარობას. 2015 წლის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულება საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოწონებულ იქნა და მერაბ ქვარაიამ მერიის მუშაობა დადებითად შეფასდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მერაბ ქვარაის არაკომპეტენტურობას და მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას. ის აღნიშნულით ადასტურებს მის დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს, რადგან საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინტერესების დაცვა და არა მერიის ინტერესების გათვალისწინება.

ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი მერაბ ქვარაია არ ასრულებდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრას, მათი პრობლემების ინვენტარიზაციას და გადაჭრის გზების ძიებას. დიახ, მერაბ ქვარაი მთელი ორი წლის განმავლობაში არასდროს არ მისულა აღმაშენებლის N87-ში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლებთან, რომელიც, გარდა იქ მცხოვრები პირების ნაამბობიდან ასევე, საკრებულოსგან მიღებული ინფორმაციითაც დასტურდება. მას არამარტო აღმაშენებლის ქუჩაზე, არამედ ე.წ "პრესოვკა-მახარაძის" ოლქის არცერთ ქუჩაზე არ გაუმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩვენ მიერ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც ეხება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს, შემდგომი რეაგირებისთვის მივაწვდით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. ასევე ეტაპობრივად შევისწავლით მუნიციპალიტეტის შესყიდვებს და ფინანსურ საქმიანობას. ხოლო, რაც შეეხება მერაბ ქვარაის განცხადებას, მას ბოდიში აქვს მოსახდელი მოსახლეობის წინაშე, რომელიც ორი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული და ასევე იმ ხალხის წინაშე ვინც სიცრუეში დაადანაშაულა, როდესაც ამ ადამანიებმა განაცხადეს, რომ მათთან არავინ არ მისულა",- ნათქვამია განცხადებაში.

მერაბ ქვარაიას მიმართ არსებულ ბრალდებებზე რადიო "ათინათი" "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს დაუკავშირდა. ისინი "თავისუფალი დემოკრატების" ბრალდებებს უსაფუძვლოს და აკვიატებულ აზრს უწოდებენ.

"ოპონენტის ეს განცხადება არაკომპეტენტური ადამიანის აკვიატების შთაბეჭდილებას ტოვებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მან უნდა იცოდეს, თუ ხელთ აქვს რაიმე სახის სამართალდარღვევის ან გადაცდომის ფაქტზე ინფორმაცია, უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს" , - აცხადებენ "ქართული ოცნების" შტაბში.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.