ახალი სასწავლო წელი ასოციაცია "ათინათის"
ბაზაზე არსებულ საქართველოს სასწავლო ცენტრის GLC ზუგდიდის
განყოფილებაშიც დაიწყო. მასწავლებლებს,
მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სწავლის დაწყება GLC-ის ზუგდიდის განყოფილების
დირექტორმა გია ხასიამ მიულოცა და წარმატებები
უსურვა.
პედაგოგმა ნესტან ფიფიამ მოსწავლეებთან შეხვედრაზე
სკოლის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით ამაყობს.
"ამ სკოლაში კეთდება საქმე და ამის საქმის ნაყოფიც სახეზეა.
მე ვარ მასწავლებელი, რომელიც აქ დაარსების დღიდან მუშაობს. განწყობა
მაქვს ამაღლებული, იმედიანი და სიამაყის მომცველი", -
აღნიშნა ნესტან ფიფიამ.
GLC ზუგდიდის განყოფილებას წელს სხვადასხვა საჯარო სკოლიდან 21
მოსწავლე შეემატა. ამჟამად აღნიშნულ სკოლაში სულ 62 მოსწავლე
სწავლობს.
ცნობისთვის, გასულ წელს უმაღლესი აკადემიური მოსწრება 14 მოსწავლემ
აჩვენა. 5 მოსწავლე გაცვლითი პროგრამით ორი კვირით გერმანიაში
იმყოფებოდა. აღნიშნული სკოლის 1 მოსწავლე კი ამჟამად FLAX-ის
პროგრამით ამერიკაში ერთი წლის განმავლობაშიც ისწავლის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები