ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, შუქნიშანთან ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად 45 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების
ინფორმაციით, გზაზე გადასვლისას ქალს ტრაილერი დაეჯახა. ცხედარი
ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და
ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის 276-ე
მუხლით არის აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები