ზუგდიდში გარემოს დაცვით საკითხებზე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
13:01 / 23.09.2016
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის
ადმინისტრაციულ შენობაში ბუნებრივი
რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციის ხელშეწყობის
საკითხებზე კონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის ფარგლებში
შესრულებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 მუნიციპალიტეტის 21 სამიზნე თემში
ვრცელდება და მიზნად ისახავს მაღალკონსერვაციული ჰაბიტატების
კონსერვაციაზე ხელშეწყობას, ადგილობრივი სამიზნე თემების ცხოვრების
დონის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების
პრაქტიკის დანერგვასა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების
გაუმჯობესებას.
პროექტი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
საქართველოს“ მიერაა ინიცირებული. მისი ფინანსური მხარდამჭერია
შვეიცარიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „Pro Natura - დედამიწის
მეგობრები - შვეიცარია“.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები