ახალი კვლევა: დევნილთა 96.2 %-ს მიწის დამუშავების სურვილი აქვს (ვიდეო)
14:16 / 27.09.2016
თემაზე "დევნილთა საჭიროებები სრულფასოვანი განსახლებისთვის" ზუგდიდის
მერიაში ორგანიზაცია "საუნჯემ" კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
კერძოდ, ანგარიში დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე
ხელმისაწვდომობას შეეხო. დევნილები მუნიციპალიტეტის მასშტაბით
მიმდინარე წლის აგვისტოში კოლექტიურ ცენტრებში და ახლად აშენებულ
კორპუსებში (გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული
დევნილები) გამოიკითხნენ. კვლევაში სულ 132 რესპოდენტმა მიიღო
მონაწილეობა.
ანგარიშის თანახმად, გამოკითხულთა 96%-ს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში
არა აქვს, ხოლო 3.8% იგი საკუთრებაში გააჩნია. კითხვაზე - გაქვთ თუ
არა მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებით, რესპოდენტთა 90.2%-მა
უპასუხა, რომ მათ ეს უფლება არ გააჩნიათ, ხოლო დანარჩენი 9.8 %
დადებითად პასუხობს.
რაც შეეხება მთავარ კითხვას, დაამუშავებდით თუ არა მიწის ნაკვეთს,
დევნილების 96.2 % დადებითად პასუხობს. კვლევის ორგანიზატორების
განმარტებით, დანარჩენ 3.8 %-ს მიწის დამუშავების სურვილი აქვს, თუმცა
ამის საშუალებას მათ ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საუნჯე", საქველმოქმედო ჰუმანიტარული
ცენტრი "აფხაზეთი" და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ერთობლივ პროექტს -
"დამოუკიდებლობიდან თვითკმარამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო
წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის" ევროკავშირის ფინანსური
დახმარებით ახორციელებს.
ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებთან, მონაწილეებთან და აქტივისტებთან გუშინ უცხო ნომრიდან დარეკეს. როგორც რესპონდენტები გვიზიარებენ, ზარების შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა. უმეტესწილად,
გალში სავაჭრო ობიექტის და ერთი - ერთი აფთიაქის შემოწმების შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის“ თანამშრომლებმა, გამოავლინეს პროდუქცია, რომელიც „აფხაზეთში საბაჟო წესების დარღვევით" შევიდა წერს „გალმედია“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები