დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ ზუგდიდის ყინულის სასახლის სახურავსა
და შიდა ინფრასტრუქტურას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქალაქის მერიის ცნობით, პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ის
ოქტომბრის თვეში დასრულდება. აღდგენით სამუშაოებს კომპანია ,,იუნაიტედ
მასტერს"-ი ახორცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 154 127,97 ლარი გამოიყო.
ცნობისთვის, ყინულის სასახლე გასული წლის ზამთარში დიდთოვლობის დროს
დაზიანდა.
მასალის გამოყენების პირობები